მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » რესპუბლიკა
4:51 PM
რესპუბლიკა
რესპუბლიკა (ლათ. Res Publika >> „ხალხის საქმეს") - წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთ ფორმას.

დღევანდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა რესპუბლიკური მმართველობის მიმდევარია. რესპუბლიკური მმართველობის დროს სახელმწიფოს მეთაურს ირჩევენ გარკვეული ვადით. რესპუბლიკური მმართველობის კლასიკური ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, ფინეთი, იტალია, ბრაზილია და ა. შ.

რესპუბლიკური მმართველობისას გამოყოფენ საპრეზიდენტო ხელისუფლების რამდენიმე ფორმას. ესენია:

* პარლამენტური რესპუბლიკები — ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტის ძალაუფლება ძირითადად მთავრობასთან

შეთანხმებით ხორციელდება. პრეზიდენტს მხოლოდ საცერემონიალო ფუნქციები ეკისრება (ინდოეთი, გერმანია, იტალია, მალტა, საბერძნეთი, ავსტრია და ა. შ.);

* შეზღუდული საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები — ასეთ ქვეყნებში პრეზიდენტი, ძირითადად, როგორც

სახელმწიფოს, ასევე მთავრობის მეთაურია; მისი როლი, როგორც სახელმწიფოს მეთაურისა, ძირითადად, საცერემონიალო ხასიათისაა, ხოლო მისი, როგორც მთავრობის მეთაურის, ფუნქციები გარკვეულად დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ორგანოებზე (ასეთი ქვეყნებია: სამხრეთ კორეა, მექსიკა, პანამა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, ტაივანი);

* დუალისტური საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები — ასეთ ქვეყნებში გარკვეულწილად შენარჩუნებულია პარლამენტარიზმის ზოგიერთი ატრიბუტი და ამავე დროს მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციები (შრი-ლანკა,

ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, პორტუგალია და ა. შ.);

* შეუზღუდავი საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკები — აქ შეიძლება გაერთიანდეს ისეთი ქვეყნები, სადაც

პირველი პირი თითქმის შეუზღუდავია თავისი ძალაუფლების გამოყენების თვალსაზრისით (ჩრდილოეთ კორეა, ინდონეზია, თურქმენეთი, უგანდა, სირია, ლიბია, სომალი, სუდანი, საქართველო და ა. შ.)

.





კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1440 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar