მთავარი » 2010 » ნოემბერი » 4 » ბაბუცა გორგაძე მალაიზიის სასამართლოს წინაშე წარსდგა
1:41 PM
ბაბუცა გორგაძე მალაიზიის სასამართლოს წინაშე წარსდგა


მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორგაძე ადგილობრივი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა. პირველ მოსმენაზე საქართველოს მოქალაქეს ბრალად წაუყენეს მალაიზიური კანონმდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, 39-ე ბ მუხლი - ნარკოტრეფიკი.
საქმის მეორე მოსმენა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება. პროცესს ვერ დაესწრო "ამნესტი ინტერნეიშენელის" წარმომადგენელი.
რაც შეეხება ამავე ბრალდებით დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დარეჯან კოხტაშვილს, იგი სასამართლოს წინაშე 8 ნოემბერს წარდგება.დაპატიმრებულები ამ დრომდე სხვადასხვა კუნძულზე იმყოფებიან და მათ ერთმანეთის ნახვის საშუალება არ ჰქონიათ.
ამ დრომდე სატელეფონო საუბარი არ შემდგარა მალაიზიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორისაც. ამის შესახებ კომენტარი გრიგოლ ვაშაძემ წუხელ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს ორი მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიელმა სამართალდამცველებმა გასულ კვირას დააკავეს. მათ დიდი რაოდენობით ნარკოტიკის გადაზიდვა ედებათ ბრალად, რაც ადგილობრივი კანონმდებლობით, უმაღლეს სასჯელს ითვალისწინებს.








კატეგორია: სამართალი | ნანახია: 1331 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar