მთავარი » 2010»ნოემბერი»4 » ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა
1:33 PM
ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა
ბიზნესის წარმოების სიმარტივის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა. როგორც "ეხო მასკვი" იუწყება, ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებთან დაკავშირებული გლობალური რეიტინგი მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მარტივი ბიზნესის წარმოება სინგაპურში, ჰონკონგსა და ახალ ზელანდიაშია. მსოფლიო ბანკის სიის ხუთეულში მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთიც. რუსეთი ამავე რეიტინგში 123-ე ადგილზე აღმოჩნდა.