მთავარი » 2011 » ივლისი » 18 » ბაზარზე BlackBerry–ს შვიდი ახალი მოდელი გამოდის
1:03 PM
ბაზარზე BlackBerry–ს შვიდი ახალი მოდელი გამოდის


კანადური კომპანია Research In Motion (RIM), რომელიც BlackBerry–ს გამოშვებითაა ცნობილი, წლის ბოლოს ამ მოწყობილობის შვიდ ახალ მოდელს გამოუშვებს. ამის შესახებ კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ შეკრებაზე გახდა ცნობილი.

ეს აპარატები ახალ საოპერაციო სისტემაზე BlackBerry OS 7–ზე იმუშავებს. მათ შორის იქნება უკვე დაანონსებული BlackBerry Bold 9900 და Bold 9930, ასევე რამდენიმე ახალი მოდელი. RIM–ის ერთ–ერთი ხელმძღვანელის ჯიმ ბალსილის განცხადებით, ახალი პროდუქცია ბაზარზე უახლოეს თვეებში გამოვა.

კომპანიის კიდევ ერთი წარმომადგენელი მაიკ ლაზარიდისი კი აღიარებს, რომ ახალი BlackBerry–ების გამოსვლის ვადები რამდენჯერმე გადასწია. მან ეს ახსნა კომპანიის სურვილით, პროდუქცია კონკურენტულ უნარიან დონემდე დახვეწოს.

ბალსილის თქმით, ახალი აპარატების გამოსვლა RIM–ს შესაძლებლობას მისცემს, წელი დაგეგმილი ფინანსური შედეგებით დაასრულოს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციები 50%–ით გაუფასურდა. თუ 2008 წლის აგვისტოში RIM–ის ღირებულება 75,2 მილიარდი დოლარი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 13,6 მილიარდამდეა ჩამოსული.

2011 წლის აპრილში კომპანიამ აშშ–სა და კანადაში პლანშეტ Playbook–ის გამოშვება დაიწყო, თუმცა მოდელი პოპულარული ვერ გახდა, მაისში კი დეფექტების გამო კომპანიამ ბაზრიდან ათასამდე პლანშეტი გაიწვია.









კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1622 | დაამატა: allfile | ტეგები: blackberry, RIM, Research In Motion | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar