მთავარი » 2010 » დეკემბერი » 20 » Google Maps – ზე სამგანზომილებიანი ქალაქები გაჩნდა
12:54 PM
Google Maps – ზე სამგანზომილებიანი ქალაქები გაჩნდა



კომპანია Google–მა მობილური დამატების Google Maps–ის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც Android–ის პლატფორმაზე შექმნილი მოწყობილობებისთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ კომპანიის ბლოგი იუწყება.
Google Maps 5.0–ში ქალაქების 3D–მოდელები გაჩნდა, ასევე დაიხვეწა მობილურ ინტერნეტთან მიერთების გარეშე მუშაობის რეჟიმი.
ვექტორულ გრაფიკზე გადასვლის შედეგად მომხმარებელი შეძლებს ბარათების ბრუნვას და მიმოხილვის კუთხის შეცვლას. ასეთ შემთხვევაში მობილური მოწყობილობების ეკრანებზე შენობების სამგანზომილებიანი მოდელები გამოჩნდება. Google–ის სპეციალისტებმა მთლიანობაში 100–ზე მეტი ქალაქის სამგანზომილებიანი მოდელები შექმნეს.
ამასთან, Google–ის ბარათების ახალი ვერსია ავტომატურად შეინახავს მეხსიერებაში იმ ადგილების რუქებს, სადაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად იმყოფება. ამ სისტემის წყალობით, მისი მფლობელი Google Maps–ით მობილური ინტერნეტის ამოქმედების გარეშე იმუშავებს. თუმცა ინტერნეტში ჩართვის გარეშე ბარათები ვერ ასახავს ინფორმაციას საცობების შესახებ, ასევე ფოტოებსა და სხვა დამატებით მონაცემებს. 
Google–ის განახლებული ბარათების დანერგვა Android 1.6–ის სმარტფონებზე შეიძლება, მაგრამ ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის აუცილებელია  Android 2.2–ზე დაფუძნებული სმარტფონის ქონა. დამატების ჩატვირთვა Android Market–ის მაღაზიაში ან შესაბამის ინტერნეტ–გვერდზეა (
http://www.google.com/mobile/maps/3d/) შესაძლებელი. Google Maps–ის შესახებ ვიდეორგოლის ნახვა შემდეგ მისამართზე შეგიძლიათ: http://www.youtube.com/watch?v=TAh4yiCzgKw&feature=player_embedded














კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1648 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar