მთავარი » 2011 » ივნისი » 14 » ბრიტანელი სტუდენტი Apple–ს საკუთარი გამოგონების მოპარვაში ადანაშაულებს
2:07 AM
ბრიტანელი სტუდენტი Apple–ს საკუთარი გამოგონების მოპარვაში ადანაშაულებს



ბრიტანელმა სტუდენტმა გრეგ ჰიუზმა განაცხადა, რომ Wi-Fi Sync–ი, რომელიც ახალი საოპერაციო სისტემის iOS 5–ის ნაწილია, მის მიერ შექმნილი პროგრამის სახელწოდებისა და ფუნქციონალის კოპირებას ახდენს.

Wi-Fi Sync–ი ჰიუზმა 2010 წელს დაწერა. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა, მოხდეს iPhone–ის სინქრონიზაცია iTunes–ის ბიბლიოთეკასთან უკაბელო ქსელით. ავტორი შეეცადა საკუთარი პროგრამა App Store–ში განეთავსებინა, მაგრამ უარი მიიღო. განმარტებით წერილში Apple–ი აცხადებს, რომ არ შეუძლია პროგრამის მიღება უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ამის შემდეგ სტუდენტმა საკუთარი პროგრამა მაღაზია Cydia–ში გაგზავნა, სადაც გატეხილი iPhone–ებისთვის განკუთვნილ პროგრამებს ათავსებენ. იქ Wi-Fi Sync–ი ბესტსელერებს შორის მოხვდა: 13 თვის განმავლობაში მისი 50 ათასი ასლი გაიყიდა. 

2011 წლის 6 ივნისს Apple–მა მობილური საოპერაციო სისტემა iOS 5 წარმოადგინა, რომლის შემადგენლობაშიც Wi-Fi Sync–ი შევიდა. Apple–ის მიერ შექმნილი პროგრამა იგივე ამოცანებს ასრულებს, როგორსაც ჰიუზის დამატება, აქვს იგივე სახელწოდება და ლოგოც კი.

სტუდენტი აცხადებს, რომ მომხდარით „შოკირებულია."


წყარო: OnlineNews.Ge










კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1313 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar