www.mrevli.ge იგავი მთესველზე (მთ. 13,3-17; ლკ.
8,4-9)
ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
და იყო, თესვისას ზოგი დავარდა გზასთან და მივიდნენ ფრინველები და შეჭამეს
იგი;
და სხვა დავარდა კლდოვანზე, სადაც არ იყო ბევრი მიწა, და მყისვე აღმოცენდა,
რადგან არ ჰქონდა მიწას სიღრმე;
და როდესაც ამოვიდა მზე, დაჭკნა და, რადგან არ ჰქონდა ფესვი, გახმა;
და სხვა ჩავარდა ეკლებში და ამოვიდა ეკლები და მოაშთო იგი და ნაყოფი ვერ
გამოიღო;
და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და იძლეოდა ნაყოფს, რომელიც აღმოცენდებოდა და
იზრდებოდა, და გამოჰქონდა ერთი ოცდაათად და ერთი - სამოცად და ერთი - ასად |