მთავარი » 2011 » ივნისი » 9 » დიმიტრი შაშკინმა საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულები დაასაჩუქრა
10:28 PM
დიმიტრი შაშკინმა საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულები დაასაჩუქრა



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ კურსდამთავრებულთა ათეულს შეხვდა, რომელთაც საატესტატო გამოცდების ყველა საგანში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მინისტრმა მათ პირველი დიდი წარმატება მიულოცა და ისინი პერსონალური კომპიტერებით დაასაჩუქრა.   

დიმიტრი შაშკინმა ჩატარებული საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა იმ შედეგებით, რაც კურსდამთავრებულთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ აჩვენა.

CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარებული საატესატო გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა. რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების გარეშე წარიმართა, მოსწავლეთა 30%-მა   ცოდნის  მაღალი დონე გამოავლინა და შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა, მათგან ხუთმა პროცენტმა კი, საუკეთესო შედეგი აჩვენა.

გამოცდა 8 საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა,  უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს  მათემატიკის გამოცდით  დასრულდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირების წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ.





კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1326 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar