Sony Ericsson სათამაშოსა და სმარტფონის ჰიბრიდს გამოუშვებს
კომპანია Sony Ericsson ახალ სათამაშო
სმარტფონს PlayStation Phone–ს გაყიდვაში 2011 წლის მარტში ჩაუშვებს. ამის
შესახებ კომპანიაში არსებული ანონიმური წყაროსგან გახდა ცნობილი. თუმცა
სხვა ინფორმატორები ამ ცნობას არ ადასტურებენ. Sony
Ericsson–ის სიახლე, რომელიც Zeus Z1–ის სახელითაა ცნობილი, ОС Android
–ის ბაზაზე შექმნილი სმარტფონის და პორტატიული სათამაშო მოწყობილობის PSP
Go–ს ჰიბრიდია. სავარაუდოდ, ჰიბრიდის ოფიციალური პრეზენტაცია 2011 წლის
თებერვალში, ბარსელონაში, ციფრული ტექნოლოგიების გამოფენაზე მოხდება. მოწყობილობას
3,7–დუიმიანი ეკრანი, ARM–პროცესორი და 512 მეგაბაიტის საოპერაციო
მეხსიერება, ასევე 5–მეგაპიქსელიანი კამერა ექნება. PSP–თამაშების
ჩატვირთვა მასში PlayStation–ის სპეციალური დამატებით იქნება შესაძლებელი. ხმები
იმის შესახებ, რომ Sony Ericsson–ი აღნიშნული ჰიბრიდის შექმნაზე მუშაობს,
ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე გავრცელდა. თუმცა მოწყობილობის შემდგომი
ბედის შესახებ არაფერი იყო ცნობილი 2010 წლის ოქტომბრამდე, როდესაც
ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები და ვიდეორგოლები, რომელზეც თითქოსდა ახალი
სათამაშო სმარტფონია გამოსახული. Sony Ericsson–ს აღნიშნული მოწყობილობის
შექმნის ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.