მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » Nintendo–მ ახალი სათამაშო პლატფორმა წარმოადგინა
10:05 AM
Nintendo–მ ახალი სათამაშო პლატფორმა წარმოადგინა



კომპანია Nintendo–მ E3 2011–ის გამოფენაზე ახალი სათამაშო პლატფორმა წარმოადგინა სახელწოდებით Wii U. კონსოლის გამოსვლა 2012 წლის მეორე ნახევრისთვისაა დაგეგმილი.

ახალი პლატფორმა წარმოადგენს კომპლექსს, რომელიც უშუალოდ Wii U–ს გარდა სოციალურ კონტროლიორსაც აერთიანებს. კონსოლის ტექნიკური მახასიათებლები უცნობია, თუმცა გამოცხადდა, რომ მას შეუძლია HD–გრაფიკის ასახვა. ამასთან, ახალ ვერსიას წინამორბედზე მეტი სიმძლავრე აქვს.

მანამდე ქსელში მოხვდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Nintendo–ს IBM–ის ოთხბირთვიანი პროცესორი და ერთგიგაბაიტიანი ვიდეომეხსიერება ექნება.

მოწყობილობის ძირითადი თავისებურება მისი ეკრანია, რომელსაც რამდენიმე ძირითადი ფუნქცია აქვს: პროცესორის გამოსახულების დუბლირება, თამაშის მართვის დინამიური ინტერფეისი და „დამატებითი რეალობის" პრინციპით მუშაობა.









კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1272 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar