ამერიკულმა კომპანია Motorola-მ, 2006 წლის მიწურულიდან დღემდე, პირველად უჩვენა შემოსავლების ზრდა. Motorola-მ
მესამე კვარტალში $5,8 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი 6%-ით
მეტია გასული წლის შედეგებთან შედარებით, როცა კომპანიის შემოსავალი $5,4
მლრდ-ს არ აღემატებოდა. სუფთა მოგება ცხრაჯერ გაიზარდა- $12 მლნ-დან (გასულ წელს) $109 მლნ-მდე (მიმდინარე წელს). ფინანსური
მაჩვენებლის სწრაფ ზრდას, პირველ რიგში, ხელი შეუწყო სმარტფონების
გაყიდვამ, რომლებიც OS Google Android-ის მართვის ქვეშ მუშაობდნენ. Motorola-მ,
წლის დასაწყისში, "გუგლფონების” 22 მოდელი დააანონსა, რის შედეგადაც,
მესამე კვარტალში, სმარტფონების გაყიდვა 3,8 მლნ ერთეულამდე გაიზარდა. მიმდინარე
წელს კომპანიამ 9,1 მლნ მობილური აპარატის რეალიზება მოახერხა და
შესაბამისად $2 მლრდ მიიღო. გასულ წელს გაყიდვების რაოდენობა შედარებით
მეტი იყო - 13,6 მლნ მოწყობილობა, თუმცა გაყიდული აპარატების ძირითად
ნაწილს იაფფასიანი მოდელები შეადგენდა, ამიტომ შემოსავალი $1,7 მლრდ-ს ვერ
გადასცდა.
|