მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » Yahoo!–ს თანამშრომლების შურისძიებამ სისტემის შეფერხება გამოიწვია
10:00 PM
Yahoo!–ს თანამშრომლების შურისძიებამ სისტემის შეფერხება გამოიწვია



Yahoo!–ს მუშაობაში ხარვეზებია. კერძოდ, გამოსახულების ძიების სისტემა შეფერხებით მუშაობს და მომხმარებლის შეკითხვები ნეიტრალური სურათებიდან პორნოგრაფიულ ფოტოებზე გადადის.
ტექნობლოგ TechCrunch–ის ვარაუდით, აღნიშნული სირთულეები უკავშირდება Yahoo!–ს გადაწყვეტილებას პერსონალის მასობრივი დათხოვნის შესახებ. ინფორმაცია მიზანმიმართული დივერსიის შესახებ TechCrunch–ს კომპანიის ერთ–ერთმა დათხოვნილმა თანამშრომელმა მიაწოდა.
Yahoo!–მ ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა გამოსახულებების ძიების სისტემაში შეფერხების არსებობა და მომხმარებელს შეცდომის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოსწორებას დაპირდა. ხარვეზების გამო კომპანიამ კლიენტებს ბოდიში მოუხადა, თუმცა შეფერხების მიზეზების შესახებ ინტერნეტ–გიგანტის ხელმძღვანელობა არაფერს ამბობს. კომპანია ასევე არ აკეთებს კომენტარს მოსალოდნელი შემცირებების შესახებ.
ამჟამად Yahoo!–ში 13 ათასი თანამშრომელი მუშაობს. ბოლოს კომპანიაში მასშტაბური შემცირებები 2008 წელს მოხდა, როდესაც სამსახურიდან 2 ათასი ადამიანი დაითხოვეს.















კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1407 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar