მთავარი » 2010»დეკემბერი»13 » ტექსტილის ახალი კომპანია „თუნთი“ - დამზადებულია საქართველოში
2:41 PM
ტექსტილის ახალი კომპანია „თუნთი“ - დამზადებულია საქართველოში
ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია თუნთი
გამოჩნდა, რომლის საქმიანობის სფეროც ტექსტილის ინდუსტრიაა. თუნთი, პირველი
ქართული კომპანიაა, რომლის პროდუქციაზეც ქართული იარლიყია განთავსებული. როგორც
კომპანიაში განაცხადეს, „თუნთი" მუშაობს როგორც კორპორატიულ დაკვეთებზე,
აგრეთვე საცალო გაყიდვებზე სადაც მის კლიენტურას ორსული ქალბატონები და
ახალგაზრდა დედები წარმოადგენენ. კომპანია საქართველოში ორსულთა და
ლაქტაციის ბალიშებს აწარმოებს. რაც
შეეხება პროდუქციას, ორსულთა ბალიშის გამოყენება შესაძლებელია წოლისას,
ზურგის მისაყრდნობად, მუცლის და ფეხების დასასვენებლად. ლაქტაციის ბალიშის
გამოყენება კი შესაძლებელია როგორც ბავშვის რწევისას აგრეთვე კვების დროს. 1
თვის წინ კი კომპანიამ მომხმარებელს ახალი პროდუქტი, სამგზავრო ბალიში
წარუდგინა, რომელიც საშუალო და გრძელ მანძილებზე მგზავრობისას გამოიყენება. ამ
ეტაპზე კომპანია თანამშრომლობს ჩაჩავას სახელობის კლინიკასთან და ბავშვთა
ინტერნეტ მაღაზიასთან, სადაც შესაძლებელია ორსულთა და ლაქტაციის ბალიშების
შეძენა. მათი ფასი 12-დან 50 ლარამდე მერყეობს. ის ვინც „თუნთის"
პროდუქციას 22 დეკემბრამდე შეიძენს, კომპანიის კურიერის მომსახურების
შემთხვევაში 20% ფასდაკლებით ისარგებლებს.