კომპანია „ტექნო ბუმი" მომხმარებელს ქსელში არსებულ ტექნიკაზე ყველაზე დაბალი ფასის გარანტიას აძლევს. კომპანიის
ინფორმაციით, აღნიშნული შეთავაზება მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია,
განსაკუთრებით კი საახალწლოდ გადატვირთული გრაფიკის გამო, რადგან ”ტექნო
ბუმის” ამ შეთავაზებით თითოეული მომხმარებელი გარანტირებულად დარწმუნებული
იქნება, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების: სონის,
ვირპულის, სამსუნგის, ბოშის, კორტინგის ტოშიბას, ვესტელის, დელის,ეისერის
ასუსის, ნოკიას, ელჯის, ფილიფსის და სხვა ბრენდების საყოფაცხოვრებო
ტექნიკას, ტელევიზორებს, კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებს ყველაზე
დაბალი ფასის გარანტიით მხოლოდ „ტექნო ბუმში" შეიძენს. ”თუ
მომხმარებელი სამი დღის განმავლობაში რომელიმე მაღაზიათა ქსელში უფრო
დაბალ ფასს აღმოაჩენს, ჩვენ მათ სხვაობას დავუბრუნებთ. ამით „ტექნო ბუმი"
მომხმარებელს აზღვევს, როგორც დროის, ასევე ფინანსური რესურსის
დანახარჯისგან”- აცხადებენ კომპანიაში. შეგახასენებთ,
რომ „ტექნო ბუმი" ტექნიკის ქართულ ბაზარზე მაისიდან ფუნქციონირებს და
ამჟამად 5 მაღაზიას აერთიანებს, რომელთაგან ორი თბილისში, ორი ბათუმში,
ერთი კი ქობულეთში მდებარეობს.
|