მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 30 » ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
1:58 PM
ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს



"ბაზისბანკი" ახალი პროდუქტის – "ავტომატური გადარიცხვების" პრეზენტაციას გამართავს.
როგორც მენეჯმენტში აცხადებენ,
"ავტომტური გადარიცხვები”  მომხმარებელს ყოველგვარი კომუნალური, საკომუნიკაციო თუ სხვა სახის გადასახადების გადახდაზე ფიქრისგან ათავისუფლებს. სერვისზე დარეგისტრირება კლიენტს შეუძლია, როგორც ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, ასევე ბანკში ვიზიტის გარეშე, ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით. სერვისზე დარეგისტრირება შეუძლია ბაზისბანკში ნებისმიერი სახის ანგარიშის მქონე ფიზიკურ პირს. სერვისის ღირებულება შეადგენს კვარტალში მხოლოდ 5 ლარს.
პროდუქტის შესახებ ჟურნალისტთა კითხვებს ბანკის დირექტორი ლევან გარდაფხაძე, პირველ ნოემბერს პოლიტკოვსკაიას # 5 მდებარე ბანკის ახალ სერვისცენტრში უპასუხებს. 
ახალი სერვისცენტრის მომხმარებელს ბანკი სთავაზობს საჩუქარს: პირველი ნოემბრიდან 1დეკემბრამდე  "ავტომატური გადარიცხვების” სერვისზე დარეგისტრირებული მომხმარებელი განთავისუფლდება პირველი სამი თვის გადასახადისაგან.































კატეგორია: ბიზნესი | ნანახია: 1271 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar