მთავარი » 2010 » ნოემბერი » 14 » ევროპულ ბიზნეს დაჯილდოებაზე სამმა ქართულმა კომპანიამ ჯილდო მოიპოვა
7:26 PM
ევროპულ ბიზნეს დაჯილდოებაზე სამმა ქართულმა კომპანიამ ჯილდო მოიპოვა




"ვისოლ-ჯგუფი", "გუდვილი" და "EFES  საქართველო" ევროპულ ბიზნეს - დაჯილდოებაზე Ruban d’Honneur-ის პრიზის მფლობელები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპულ ბიზნეს-დაჯილდოებაზე, რომლის სპონსორი "HSBC ბანკია", სამი ქართული კომპანია 100 წარმატებულ ევროპულ კომპანიას შორის დასახელდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრეს-კონფერენცია გაიმართება.
ევროპული ბიზნეს-დაჯილდოება ოთხი წელია, იმართება და მასში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით მოღვაწე კომპანიებს აქვთ.
ქართულ კომპანიებს წელს ევროპულ ბიზნეს-დაჯილდოებაზე მონაწილეობის საშუალება "HSBC ბანკის რეკომენდაციით მიეცათ.
























კატეგორია: ბიზნესი | ნანახია: 1319 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar