1:54 PM ბანკი ,,რესპუბლიკა'' ზარალშია | |
2010 წლის მეორე კვარტლის ზარალიანი ბანკების ლიდერ "რესპუბლიკას" გასული წლის შემდეგ ზარალი 29 მილიონით გაეზარდა და 30 მილიონს მიაღწია. მეორე ადგილზე "ვითიბი ბანკი ჯორჯია" 12 მილიონის წაგებით, მესამე ადგილს "ბითიეი ბანკი" იკავებს 10 მილიონიანი ზარალით, მეოთხე ადგილზე კი არაბული "ქეი ეს ბია", რომელსაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შემდეგ ზარალი 2 მილიონით გაეზარდა და 3 მილიონს გადააჭარბა. კვლავ ზარალიან ბანკებშია "ტაო პრივატ ბანკი" ერთი მილიონით, თუმცა, "ტაომ" ზარალი გასული წლის შემდეგ 15 მილიონით შეამცირა. 2010 წლის მეორე კვარტალში ზარალიანი იყო "ხალიკ ბანკი საქართველოც" ასევე ერთი მილიონის წაგებით. . | |
|
სულ კომენტარები: 0 | |