მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » apple
4:02 PM
apple



გაზეთის The New York Times ცნობით, თანამდებობა დატოვა Apple-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა მარკ პეიპერმასტერმა (Mark Papermaster), რომელიც Devices Hardware Engineering მიმართულებას ხელმძღვანელობდა და iPhone და iPod-ის შემუშავებაზე იყო პასუხისმგებელი. პუბლიკაციის მართებულობა Apple-ის წარმომადგენელმა სტივ დაულინგმა (Steve Dowling) დაადასტურა. პეიპერმასტერის მოვალეობებს ვიცე-პრეზიდენტი Macintosh-ის შემუშავებაზე ბობ მანსფილდი (Bob Mansfield) შეასრულებს. დროებით, თუ მუდმივად უხელმძღვანელებს მანსფილდი ახალ მიმართულებას — დაულინგმა არ დააკონკრეტა. ასევე უცნობია, საკუთარი ნებით დატოვა თუ არა პოსტი პეიპერმასტერმა, თუ იგი გაანთავისუფლეს. კომპანიის წარმომადგენელმა საჭიროდ არ ჩათვალა რესურსის Computerworld მიერ გაგზავნილ ელექტრონულ კითხვაზე პასუხი გაეცა, რომელშიც პეიპერმასტერის წასვლის მიზეზად ახალი ვერსიის iPhone-ის ანტენტის აღმოჩენილ დეფექტთან კავშირი ეჭვის დონეზე იყო დასახელებული.

იმის თაობაზე, რომ Apple-ში IBM-დან გადასული მარკ პეიპერმასტერს აქ მუშაობის მცირე დრო რჩებოდა ნათელი ჯერ კიდევ გასულ თვეში რიგგარეშე გამართული პრეს-კონფერენციის შემდეგ გახდა. ღონისძიებაზე მისი არყოფნა არავისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი, რადგანაც, იდეაში, სწორედ პეიპერმასტერი უნდა ყოფილიყო კონფერენციის მთავარი მოქმედი პირი, რომელიც iPhone 4-ის პრობლემებს ეძღვნებოდა. ამის ნაცვლად, პეიპერმასტერის გამო პასუხს სტივ ჯობსი (Steve Jobs), ტიმ კუკი (Tim Cook) და ბობ მანსფილდი (Bob Mansfield) აგებდნენ










კატეგორია: ბიზნესი | ნანახია: 1412 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar