მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას გადასარჩენად კოსმოსში გაქცევისკენ მოუწოდებს
11:45 AM
ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას გადასარჩენად კოსმოსში გაქცევისკენ მოუწოდებს



მომავალ 200 წელიწადში კაცობრიობას კოსმოსური სივრცის დაპყრობა მოუწევს, რათა სრულ გადაშენებას გადაურჩეს. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Big Think-ს მსოფლიოში აღიარებულმა ბრიტანელმა ასტროფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა განუცხადა.

მეცნიერის თქმით, კაცობრიობის ბედი ბეწვზე რამდენჯერმე უკვე ეკიდა. მაგალითად, კარიბის კრიზისის დროს. ახლო მომავალში კი ადამიანებს უფრო მეტი საფრთხე გვემუქრება.

დედამიწის მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. პლანეტის შეზღუდული რესურსების გამო კი კატასტროფების თავიდან აცილება უკვე უახლოესი 100 წლის განმავლობაში ძალიან გართულდება.

"თუმცა, მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ თუკი უახლოესი 200 წლის განმავლობაში კატასტროფებს თავიდან ავიცილებთ, გადავრჩებით", - მიიჩნევს ჰოკინგი, რომლის აზრით, კაცობრიობის ხსნის ერთადერთი საშუალება დედამიწის მიტოვება და კოსმოსში გადასახლებაა.


მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1074 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი კაცობრ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar