იაპონურმა
კომპანია Sharp-მა პლანშეტების ხაზი Galapagos ორი მოდელით წარმოადგინა,
რომლებსაც 5.5 და 10,8 დიუმი დიაგონალის ეკრანები ექნებათ.
კომპანიის
ოფიციალური პრეს-რელიზიდან ირკვევა, რომ Galapagos-ის მოდელები, რომლებიც
Google Android-ის პლატფორმის ბაზაზე იმუშავებენ, უკაბელო კავშირის
Wi-Fi-მოდულებით აღიჭურვებიან.
კომპანია Sharp-ში იმედოვნებენ, რომ
პლანშეტებს ელექტრონული წიგნების საკითხავად ფართოდ გამოიყენებენ.
დეკემბერში იაპონიის ბაზარზე უკვე გამოჩნდება ამ კომპანიის ვებ-სერვისი,
რომელიც მომხმარებლებს ელექტრონულ წიგნებსა და პერიოდულ გამოცემებს
შესთავაზებს.
როგორც ამბობენ, პლანშეტების მეშვეობით
ვებ-ბრაუზინფის განხორციელება, საოფისე დოკუმენტებსა და ბმულებთან მუშაობა
შესაძლებელი იქნება.