მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » კიბოს ლუდიც იწვევს
11:22 AM
კიბოს ლუდიც იწვევს



ალკოჰოლზე დამოკიდებულების საკითხზე მომუშავე გერმანელი ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მსოფლიოში კიბოთი დაავადების ყოველი 30-ე შემთხვევის მიზეზი ალკოჰოლიზმია.

მეცნიერთა თქმით, განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადების მიზეზი არა მხოლოდ ძლიერი სპირტიანი სასმელები შეიძლება გახდეს, არამედ ლუდიც.

ცნობილია, რომ ალკოჰოლი მთელ ორგანიზმს წამლავს. დაზიანება ვრცელდება როგორც საჭმლის მომნებელ ორგანოებზე, ისე ღვიძლსა და გულზე. ალკოჰოლიზმის შედეგად ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, მნიშვნელოვნად ზიანდება სისხლის მიმოქცევის და იმუნური სისტემა. ამასთან, ალკოჰოლი მავნე გავლენას ახდენს ნერვულ და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებსა და მუსკულატურაზე.

რაც შეეხება ალკოჰოლური სასმლების უსაფრთხო მოხმარებას, მეცნიერების რეკომენდაციით, ქალებმა კვირაში მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში, დღეში მაქსიმუმ 0,3ლ ლუდი ან 0,15ლ ღვინო უნდა მიიღონ. მამაკაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებლები უმნიშვნელოდ იზრდება.

შედარებისთვის: საშუალოდ, გერმანელი მამაკაცი წლის განმავლობაში 10 ლიტრ სპირტს იღებს, რის გამოც გერმანია სპირტიანი სასმელების მომხმარებელი ქვეყნების რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს.

რუსეთში ეს მაჩვენებელი, 2009 წლის მონაცემებით, 18 ლიტრს შეადგენდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1114 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: კიბოს ლუდიც იწვევს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar