მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » გერმანიაში ბავშვებს ხმაურის უფლებას კანონით მისცემს
5:47 PM
გერმანიაში ბავშვებს ხმაურის უფლებას კანონით მისცემს




გერმანიის მთავარობამ დოკუმენტთა პაკეტი მოამზადა, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს ბავშვების ხმაურზე ჩივილს და ამავდროულად, დასახლებულ კვარტლებში საბავშვო ბაღის გახსნის პროცედურას ამარტივებს.

გერმანიის ტრანსპორტისა და მშენებლობის ფედერალური მინისტრის პეტერ რამზაუერის თქმით, არ შეიძლება ბავშვების ხმაური საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად მიიჩნეოდეს და ამის გამო მოქალაქეებს ჩივილი შეეძლოთ. 

სავარაუდოდ, ცვლილებები შევა სამშენებლო კოდექსშიც, რომლის თანახმად, საბავშვო და ბაგა-ბაღების გახსნა ნებისმიერ დასახლებულ რაიონში დასაშვები იქნება. დღემდე გარკვეულ ტერიტორიებზე ამ მხრივ შეზღუდვები არსებობდა.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.   






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1228 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: გერმანიაში ბავშვებს ხმაურის უფლებას | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar