მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » უინსტონ ჩერჩილის პროთეზი აუქციონზე გაიყიდა
11:32 AM
უინსტონ ჩერჩილის პროთეზი აუქციონზე გაიყიდა



ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის დროს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის უისტონ ჩერჩილის კბილების პროთეზი გაიყიდა. ეს არაჩვეულებრივი ლოტი აუქციონის სახლმა Keys Auctioneers-მა 15,2 ათას ფუნტ სტერლინგად (23,7 ათასი დოლარი) გაასაღა, რაც იმაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტები ვარაუდობდნენ.

თავის დროზე პროთეზი ახალგაზრდა ექიმმა დერეკ კადლიფმა შექმნა, ჩერჩილის გარდაცვალების შემდეგ კი ის დანტისტის ბინაში ინახებოდა. პროთეზი აუქციონზე დანტისტის შვილმა ნაიჯელმა გამოიტანა, რომელიც მიიჩნევს, რომ ასეთი ძვირფასი არტეფაქტი მუზეუმში შენახვას იმსახურებს.

ნაიჯელის თქმით, ჩერჩილი იმდენად აფასებდა თავის დანტისტს, რომ ომში წასვლის უფლებაც კი არ მისცა. "როცა მამაჩემს ფრონტზე გაწვევის ცნობა მოუვიდა, ჩერჩილმა ის თავად დაანაკუწა. მაშინ ჩერჩილს უთქვამს, რომ მამა მტერთან ბრძოლაში ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა, თუკი ლონდონში დარჩებოდა და მისი კბილების პროთეზზე იზრუნებდა".

საერთოდ, ადამიანები, რომლებსაც დიქციასთან პრობლემები აქვთ, მის დაფარვას ცდილობენ. უისტონ ჩერჩილი ასე არ ფიქრობდა. პირიქით, მას სურდა, რომ პროთეზის კონსტრუქციას მისი დიქციის თავისებურებებზე არ ემოქმედა.

"სიბრაზის დროს ჩერჩილი პროთეზს ოთახში მოისვრიდა ხოლმე. სროლის სიძლიერის მიხედვით იმის დადგენაც კი შეიძლებოდა, ფრონტზე რამდენად რთულად მიდიოდა ბრიტანელთა საქმეები", - იხსენებს კადლიფი.

პროთეზის მეორე ეგზემპლარი, კარგა ხანია, ლონდონის სამეფო ქირურგიულ კოლეჯში ინახება. ბრიტანეთის მონარქთა პროთეზების გვერდით, ის გამოფენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ექსპონატად ითვლება.

ნორფოლკის საგრაფოს კომპანია Keys Auctioneers ჩერჩილის ნივთების გაყიდვაში საკმაოდ გაიწაფა. ცოტა ხნის წინ მან ლეგენდარული პრემიერის ბოლომდე დაუწველი სიგარა 4,5 ათას ფუნტ სტერლინგად გაყიდა.


მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1369 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: უინსტონ ჩერჩილის პროთეზი აუქციონზე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar