ფრანგული
ქალაქის ბრინიოლის ხელისუფლებამ მტრედების გამრავლებას ბრძოლა გამოუცხადა,
- იუწყება Le Post. იმისათვის, რომ პოპულაციის გამრავლება შეაჩერონ,
ბრინიოლელები მტრედებს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატით გაჯერებულ
სიმინდს უყრიან.
ბრინიოლის მერიამ მტრედების კონტრაცეპტული
საშუალებებით უზრუნველყოფა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მშვიდობის სიმბოლოდ
მიჩნეულ ამ ფრინველთა თაობაზე მოქალაქეთაგან უამრავი საჩივარი მიიღო.
"ყველგან
ისინი არიან! ქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს ხელს უშლიან", -
განაცხადეს ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომელთა გათვლებით,
ბრინიოლის ყოველ 4 კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 500 მტრედი მოდის.
მერიის
წარმომადგენლებმა კონტრაცეპტული სიმინდი ქალაქის რამდენიმე ადგილას
განათავსეს. მათი თქმით, პრეპარატის გამოყენება ჯანდაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროებთან შეთანხმებით ხდება, ის ადამიანებისთვის
აბსოლუტურად უსაფრთხოა და მხოლოდ მტრედებზე მოქმედებს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით