მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » შვეიცარიაში მძღოლებისთვის ქუჩაში ”სექსის კაბინებს” დადგამენ
10:40 PM
შვეიცარიაში მძღოლებისთვის ქუჩაში ”სექსის კაბინებს” დადგამენ



შვეიცარიის მთავრობამ ციურიხის ქუჩებში სპეციალური კაბინების დადგმა გადაწყვიტა, რათა იმ მძღოლებმა, რომლებიც მეძავთა მომსახურებით სარგებლობენ, საქმე არა ავტომობილში, არამედ კაბინაში მოითავონ.

ამით შვეიცარიის ხელისუფლება არა იმდენად მძღოლების კომფორტზე, რამდენადაც ქუჩაში მოსიარულე მოქალაქეებზე ზრუნავს, რომლებიც საჯარო სექსის სცენების შემსწრენი ხდებიან.

სექსისთვის განკუთვნილი კაბინების დადგმის საკითხი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ციურიხის პოლიციაში ავტომობილში სექსით დაკავებული მძღოლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით საჩივრებმა იმატა. განსაკუთრებით ის მოქალაქეები წუხდნენ, რომელთა საცხოვრებელი ბინების ფანჯრები ადგილობრივ ”წითელი ფანრების” ქუჩას გადაჰყურებს. 

შვეიცარიაში პროსტიტუცია არ იკრძალება. შესაბამისად, ამ პროფესიის გოგონები ოფიციალურად რეგისტრირდებიან და პოლიციის, სამედიცინო და საგადასახადო სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ მუდმივად არიან. როგორც წესი, შვეიცარიაში პროსტიტუციას უცხოელები ეწევიან. მათგან უმეტესობა სამხრეთ ამერიკელი, რუმინელი, ჩეხი, რუსი ან უკრაინელია.

მომზადებულია Austrian Times-ის მიხედვით. 






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1167 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: შვეიცარიაში მძღოლებისთვის ქუჩაში ”ს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar