ჩინელმა ნეფემ სიაო ვანმა ქორწინების დღეს თავის რჩეულს სიაო ლიუს უჩვეულო სიურპრიზი გაუკეთა - მან ყვავილების მაღაზიას 99999 ალისფერი ვარდი შეუკვეთა, რომელიც ადრესატამდე 30-მა ავტომობილმა მიიტანა.
"ვიცოდი, რომ ლიუს წითელი ვარდები განსაკუთრებით უყვარდა. ჩემი ძალისხმევა ნამდვილად ღირდა მისი სახის ხილვად, როდესაც მან ყვავილებით მორთული ავტომობილები დაინახა", - განაცხადა ვანმა, რომელმაც ამ რომანტიკული იდეის განხორციელებით მაღაზიის წლიური მოგება ერთ დღეში უზრუნველყო.
წყვილმა ქორწილი ჩინცინში, ჩინეთის ცენტრალურ რაიონში გადაიხადა. იმისთვის, რომ მომავალში მათ ოჯახურ ცხოვრებას ბედნიერება არ მოაკლდეს, ვანმა ვარდებში გაღებული თანხის 20% ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.
მომზადებულია Orange News-ის მიხედვით.