მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » ანგელა მერკელი შვებულების დროს სტალინის ბიოგრაფიას კითხულობს
11:37 AM
ანგელა მერკელი შვებულების დროს სტალინის ბიოგრაფიას კითხულობს



გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც შვებულების გასატარებლად სამხრეთ ტიროლში გაემგზავრა, ხელს თან იოსებ სტალინის ბიოგრაფიული წიგნი გააყოლა, რომელსაც დასვენებისას წაიკითხავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild am Sonntag იუწყება.

სავარაუდოდ, ანგელა ინგლისელი ისტორიკოსის საიმონ სებეგა-მონტეფიორეს ბელადისადმი მიძღვნილ 900-გვერდიან ნაშრომს "Stalin: The Court of the Red Tsar" გაეცნობა.

ანგელა მერკელს ეს წიგნი გერმანიის ყოფილმა პრეს-მდივანმა ულრიხ ვილჰელმმა უსახსოვრა, რომელმაც პოსტი ერთი თვის წინ დატოვა და ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1132 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ანგელა მერკელი შვებულების დროს სტალ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar