შავი ბრილიანტებითა და 18-კარატიანი ოქროთი შემკული ტელეფონი Gresso Luxor Las Vegas Jackpot,
მწარმოებელთა თქმით, ძველი ეგვიპტის სიმდიდრესა და თანამედროვე
ლას-ვეგასის ესთეტიკას აერთიანებს და მისი ფასი - 1 000 000 აშშ დოლარია.
Gresso-ს
ფირმის ტელეფონის კორპუსში, რომლის სიგანე 12 მილიმეტრია, 180 გრამი ოქრო
და იშვიათი შავი ბრილიანტია გამოყენებული. კორპუსის უკანა ნაწილი 200 წლის
უძვირფასესი აფრიკული შავი ხის ფირფიტისგან არის დამზადებული.
ტელეფონის
კლავიატურა კიდევ ერთი საფირმო საოცრებაა, რომლის თითოეული კლავიში
საფირონის მიკროკრისტალისგან ხელითაა დამზადებული. მასზე ციფრები და ასოები
ლაზერითაა ამოტვიფრული.