მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » მილიონი დოლარი მას, ვინც ობამას გვერდით დედიშობილა გაირბენს
5:49 PM
მილიონი დოლარი მას, ვინც ობამას გვერდით დედიშობილა გაირბენს



ბრიტანელი მილიარდერი ალკი დევიდი პირობას დებს, რომ მილიონი დოლარით დაასაჩუქრებს მას, ვინც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად კადრში შიშველი გამოჩნდება.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 45-ე პოზიციაზე მყოფი დევიდი ამ უჩვეულო წინადადებით თავისი ახალი საიტის პოპულარიზაციას ცდილობს.

საიტი მილიარდერმა სამი თვის წინ, აშშ-ში დააარსა და ის მომხმარებლებს უჩვეულო ვიდეოების გამოქვეყნების სანაცვლოდ ფულად ჯილდოებს ჰპირდება. დევიდმა პრეზიდენტ ობამას წინაშე გაშიშვლებისთვის თავდაპირველ ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა, თუმცა მოგვიანებით, ჰონორარი ეცოტავა და მილიონამდე გაზარდა. 

ერთადერთი, რაც "გმირს" მოეთხოვება, მუცელზე დევიდის საიტის მისამართის დაწერა და საჯაროდ ისე გაშიშვლებაა, რომ კამერებმა მის უკან ბარაკ ობამა დააფიქსირონ. მილიარდერმა პოტენციურ კანდიდატებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რომ პოლიციამ ისინი არ დააკავოს.

დევიდის თქმით, მისი დემარში მიზნად პრეზიდენტისთვის ხიფათის შექმნას არ ისახავს და ის მხოლოდ ხუმრობაა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით. 






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1092 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: მილიონი დოლარი მას, ვინც ობამას გვერდით დედიშობილა გაირ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar