მთავარი » 2010»ოქტომბერი»3 » ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ოთხი ქართველი სამხედრო დაიღუპა
7:24 PM
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ოთხი ქართველი სამხედრო დაიღუპა
ავღანეთში
სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ოთხი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ამის
შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
სამინისტროს
ცნობით, გუშინ საღამოს პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით
ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე
აფეთქდნენ.
ამ ფაქტის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც
სამინისტროში აცხადებენ, ყველაფერი კეთდება ქართველი სამხედროების უმოკლეს
ვადაში სამშობლოში გადმოსვენებისთვის. ამ დროისათვის შემთხვევის შესახებ
სხვა დეტალები არ ვრცელდება. მომხდარის შესახებ დაღუპულთა ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებული არიან.
ავღანეთში დაახლოებით ერთი თვის წინ ქართველი სამხედრო მუხრან შუკვანიც დაიღუპა.