მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » ქალები თანახმანი არიან, ინტერნეტის ხათრით სექსსა და შოკოლადზე უარი თქვან
11:54 AM
ქალები თანახმანი არიან, ინტერნეტის ხათრით სექსსა და შოკოლადზე უარი თქვან



კანადელი ქალების 40% აცხადებს, რომ ინტერნეტის ხათრით მზადაა სექსზე უარი თქვას. სოციალური კვლევების შედეგად, რომელსაც ქვეყანაში QMI Agency ატარებს, ასევე დადგინდა, რომ ამ ქვეყნის მანდილოსნები შოკოლადსა და ყავასაც ადვილად შეელევიან, თუკი არჩევანის წინაშე დადგებიან.

ქალებზე არანაკლებ ყვარებიათ ინტერნეტი კანადელ მამაკაცებსაც. გამოკითხულთა ნახევარმა მზადყოფნა გამოთქვა, მთელი წლის განმავლობაში არ გაეკაროს ტელევიზორს. უფრო მეტიც, მამაკაცების 63% თანახმაა, მთელი წლის განმავლობაში წვეთი არ დალიოს, რათა შეუზღუდავი ინტერნეტი ჰქონდეს.

გამოკითხვის შედეგებმა ზოგიერთი მოქალაქე აღაშფოთა.

"რა თქმა უნდა, ადამიანს სექსი ყოველთვის ვერ ენდომება და ამის სურვილს სტიმულირება სჭირდება. ქალებმა, რომლებიც ამბობენ, რომ სექსს ინტერნეტი ურჩევნიათ, უბრალოდ არ იციან, როგორ აიმაღლონ ლიბიდო", - განაცხადა კანადური სექს-შოფის მფლობელმა გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1053 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ინტერნეტის ხათრით სექსსა და შოკოლად, ქალები თანახმანი არიან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar