მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » Panasonic-ის რობოტი სალონის კლიენტს თავს ბანს და მასაჟს უკეთებს
8:23 PM
Panasonic-ის რობოტი სალონის კლიენტს თავს ბანს და მასაჟს უკეთებს



იაპონურმა კორპორაცია Panasonic-მა რობოტი წარმოადგინა, რომელსაც შეუძლია ადამიანს თავი დაბანოს და თმის ძირების მასაჟი გაუკეთოს.

სანამ საქმეს შეუდგებოდეს, რობოტი ჯერ კლიენტის თავის სკანირებას ახდენს და მის სამგანზომილებიან მოდელს ქმნის. ამის შემდეგ იწყება დაბანის პროცედურა. მასაჟისთვის რობოტი 16 "თითს" იყენებს, რომლებიც ორ მანიპულატორზეა განაწილებული. მოწყობილობის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ რობოტი მასაჟს ადამიანზე ოსტატურად აკეთებს.

იაპონიის მოსახლეობაში დაბერება სერიოზული პრობლემაა, რის გამოც სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში მომსახურეთა უკმარისობა მწვავედ შეინიშნება.  წარმოდგენილი პროტოტიპით, რომელიც ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება, პირველ რიგში, ჯანდაცვის დაწესებულებებში თანამშრომელთა დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას.

რობოტი ტოკიოს გამოფენაზე წარმოადგინეს. გამოფენაზე Panasonic-მა, რობოტის გარდა, ელექტროსაწოლი-ტრანსფორმერიც წარმოადგინა, რომელიც ინვალიდის ეტლად გარდაიქმნება.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.






















კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1144 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar