ჰოლანდიელმა
გოგონამ, რომელსაც სურს, ყველაზე ახალგაზრდა მეზღვაური გახდეს, ვისაც
დედამიწის გარშემო იახტით მარტოს უმოგზაურია, სასამართლოსგან გამგზავრების
ნებართვა მიიღო.
ამ დროისთვის რეკორდი 16 წლის ავსტრალიელ ჯესიკა უოტსონს ეკუთვნის, რომელმაც დედამიწის გარშემო მარტომ 2010 წლის მაისში იმოგზაურა.
ლაურა
დეკერი დედამიწის გარშემო მოგზაურობას რვამეტრიანი იახტა "გუპით" შარშანაც
აპირებდა, მაგრამ მაშინ სასამართლომ გოგონას უცნაური წადილის ასრულების
ნება არ დართო და სახელმწიფო სოციალურ მუშაკთა მეთვალყურეობის ქვეშ დროებით
ყოფნა დაუწესა.
2009 წლის დეკემბერში ლაურამ სასამართლოს
დადგენილება დაარღვია და ანტილიის კუნძულებზე მიმალვა სცადა. ყველაფერი
იმით დასრულდა, რომ ერთი წლის თავზე ქალაქ მიდელბურგის სასამართლომ 14 წლის
გოგონას შეზღუდვები მოუხსნა.
ლაურა დოკერი იახტაზე, ახალი
ზელანდიის ნაპირებთან დაიბადა, როდესაც მისი მშობლები დედამიწის გარშემო
შვიდწლიან მოგზაურობაში იმყოფებოდნენ. უკვე 6 წლისას საკუთარი იახტა
ჰქონდა, ზღვაში სამოგზაუროდ მარტო კი 10 წლიდან გადის.
აღსანიშნავია, რომ დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე გოგონას ახირებას დედა აღარ ეწინააღმდეგება, მამა კი თავიდანვე მხარს უჭერდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.