მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » ფრანგი მღვდელი უფალს სარკოზის ინფარქტით დასჯას ევედრება
10:31 PM
ფრანგი მღვდელი უფალს სარკოზის ინფარქტით დასჯას ევედრება




ლილის ეკლესიის მღვდელმა არტურ ერვემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრის ორტეფეს სახელზე დაწერილ წერილში უარი განაცხადა ნაციონალურ ჯილდოზე, რის მიზეზადაც ბოშების წინააღმდეგ ქვეყნის ხელისუფლების "გაჩაღებული ომი" დაასახელა.

საკვირაო მესის დასრულების შემდეგ მამა არტურმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და აღიარა, რომ უფალს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ინფარქტით დასჯას შესთხოვს. მოგვიანებით მღვდელმა ამ გამონათქვამისთვის ბოდიში მოიხადა.

ივლისის ბოლოს ნიკოლა სარკოზიმ ბოშათა უკანონო დასახლებების წინააღმდეგ ბრძოლისა და არალეგალების ქვეყნიდან გაძევების შესახებ განაცხადა. წინა კვირაში სამშობლოში, რუმინეთსა და ბულგარეთში 200 ბოშის დეპორტაცია მოხდა, შემდეგ ეტაპზე საფრანგეთის საზღვრებს გარეთ კიდევ 160 ადამიანის გაყვანა იგეგმება.

მომზადებულია france24.com-ის მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1167 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ფრანგი მღვდელი უფალს სარკოზის ინფარ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar