მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » დიდ ბრიტანეთში რეკლამა შიშველი დედოფლის გამოსახულებით არ იკრძალება
10:49 PM
დიდ ბრიტანეთში რეკლამა შიშველი დედოფლის გამოსახულებით არ იკრძალება



დიდი ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტების კომიტეტმა რეკლამაზე საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომელზეც დედოფალი ელისაბედ II შიშველია გამოსახული. კომიტეტში მიიჩნევენ, რომ რეკლამაში გამოყენებული შიშველი დედოფლის გამოსახულებიანი პოლიტიკური სატირა დასაშვებია.

შიშველი ელისაბედ II-ის ნახატი Bond and Bond-ის საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელში რეკლამისთვის დედოფლის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოიყენეს. რეკლამას საჩივრები მოჰყვა, მომჩივანნი ამტკიცებდნენ, რომ მისი უდიდებულესობის ასეთი უპატივცემულობა დაუშვებელია.

კომპანია Noel Leeming Group Ltd, რომელმაც ამ რეკლამის შექმნაზე იზრუნა, არ დაეთანხმა ბრალდებებს და განაცხადა, რომ მაგალითად, ახალი ზელანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ რეკლამა იუმორით მიიღო. 

ამ დროისთვის მსოფლიოს 15 სახელმწიფო, მათ შორის კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში შედიან და ელისაბედ II-ს საკუთარ დედოფლად აღიარებენ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1081 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: დიდ ბრიტანეთში რეკლამა შიშველი დედო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar