დიდი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი უახლეს ისტორიაში მინისტრთა
კაბინეტის პირველი ხელმძღვანელია, ვინც ბინა გააქირავა.
ბინა
ლონდონის პრესტიჟულ რაიონში ნოტინგ-ჰილში მდებარეობს და დამქირავებელი,
რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს, საცხოვრებლად იქ უკვე გადაბარგდა.
ექსპერტთა
თქმით, ლონდონის ამ რაიონში მაღალი დონის უძრავი ქონების დაქირავებისთვის
თვეში 4-6 ათასი ფუნტია საჭირო. ეს სახლი კი კემერონის ოჯახმა 2005 წელს
1,1 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, კიდევ 600 ათასი ფუნტი კი მისი
მოწესრიგება დაუჯდათ. ამ დროისთვის ბინა 2,7 მილიონ ფუნტად ფასდება.