მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » ნიკოლა სარკოზიმ ახალ საპრეზიდენტო თვითმფრინავში აბაზანის განთავსება მოითხოვა
11:31 AM
ნიკოლა სარკოზიმ ახალ საპრეზიდენტო თვითმფრინავში აბაზანის განთავსება მოითხოვა



საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თვითმფრინავი საშემოდგომოდ მზად იქნება.

176 მლნ ევროდ შეფასებული ლაინერ А-330-ის ბორტზე აუცილებელი ყველაფერი იქნება: საშუალო ფართის სათათბირო დარბაზი, კოდირებული კავშირგამბულობის სრული სისტემა - ფაქსიდან დაწყებული, ინტერნეტით დამთავრებული, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მომცრო ამბულატორია და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის კაბინეტი.

როგორც ჩანს სარკოზის ეს არ აკმაყოფილებს და თვითმფრინავში აბაზანის განთავსებასაც ითხოვს. ამის შესახებ La Repubblica წერს.

ამაოდ ცდილობდნენ სარკოზის დარწმუნებას, რომ თვითმფრინავში აბაზანა არ გაამართლებს, რადგან ტურბულენტურ ვითარებაში აბაზანიდან წყალი გადმოიღვრება. პრეზიდენტი თანახმაა, ლაინერში დასაჯდომიანი აბაზანა გაკეთდეს.

სიგარის მოყვარული სარკოზის მეორე მოთხოვნა, ფრენისას თავისუფლად გაბოლების შესაძლებლობა იყო. ამის გამო ინჟინრებს თვითმფრინავის კვამლის სენსორების სისტემის მთლიანად გადაკეთება მოუხდათ.

ბოლო დროს სარკოზის გარშემო სკანდალი წარმოიშვა, რაც კორუფციას უკავშირდება. პრეზიდენტს საპრეზიდენტო კამპანიაში დახარჯული 150 ათასი ევროს გამო ადანაშაულებენ, რომელიც თურმე L'Oreal-ის მემკვიდრემ პირადად ხელში გადასცა, რაც ფრანგული კანონმდებლობით აკრძალულია.

ამასთან, ფუფუნებისადმი ლტოლვის გამო საფრანგეთის ორ მინისტრს სავარძლების დატოვება მოუხდათ, რომლებიც ცოტა ხნის წინ საბიუჯეტო სახსრების უყაირათოდ ხარჯვის გამო ამხილეს.

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სარკოზის მოთხოვნებში განსაკუთრებული არაფერია და საფრანგეთის პრეზიდენტი იმსახურებს, თვითმფრინავში მისთვის მისაღები, მაღალი დონის აღჭურვილობას.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1230 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ნიკოლა სარკოზიმ ახალ საპრეზიდენტო თ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar