მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » სელინჯერის უნიტაზი მილიონ დოლარად იყიდება
10:25 PM
სელინჯერის უნიტაზი მილიონ დოლარად იყიდება



ანტიკვარიატით მოვაჭრე ამერიკელმა რიკ კოლმა ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე გასაყიდად უნიტაზი გამოიტანა, რომელიც მწერალ ჯერომ დევიდ სელენჯერს ეკუთვნოდა. უნიტაზის საწყისი ფასი მილიონი დოლარია.

ვაჭრობის შედეგები 4 სექტემბერს გაირკვევა. გამყიდველი არ აკონკრეტებს, საიდან აღმოჩნდა მის ხელში აღნიშული ნივთი, თუმცა დაბეჯითებით აცხადებს, რომ სელინჯერი არამარტო ფლობდა მას, არამედ მოიხმარდა კიდეც.

რიკ კოლის თქმით, 1962 წელს გამოშვებული უნიტაზი სელინჯერის ბინაში დიდი ხნის განმავლობაში იყო დამონტაჟებული და ვინ იცის, მწერალს რამდენი გენიალური ნაწარმოების იდეა სწორედ მასზე ჯდომისას მოუვიდა.

ჯერომ დევიდ სელინჯერი 2010 წლის იანვარში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია News Observer-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 945 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: სელინჯერის უნიტაზი მილიონ დოლარად ი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar