მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » ორფეხა ძაღლი ამერიკის არმიის სერჟანტი გახდა
6:20 PM
ორფეხა ძაღლი ამერიკის არმიის სერჟანტი გახდა



ორფეხა ძაღლს, მეტსახელად ფეიტს, აშშ-ის არმიის სერჟანტის წოდება დამსახურებულად მიანიჭეს. სამხედროები ამბობენ, რომ ძაღლი სიცოცხლისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულების მაგალითის იძლევა და იმ ვეტერან ჯარისკაცებს სულიერად ამხნევებს, რომლებიც ერაყიდან და ავღანეთიდან დასახიჩრებულნი დაბრუნდნენ.

ლაბრადორისა და ჩაუ-ჩაუს ნაჯვარი ფეიტი წინა თათის გარეშე დაიბადა, ხოლო მეორე განუვითარებელ თათს ამპუტაცია დასჭირდა. ორფეხა ლეკვი ვინმე ჯუდ სტრინგფელოუმ შეიკედლა. ამ ქალბატონმა და მისმა ვაჟმა იმდენი ქნეს, რომ ოთხფეხა ცხოველს ორ ფეხზე გადაადგილება შეასწავლეს. წვრთნამ შედეგი გამოიღო და ძაღლი უკანა თათებზე საოცრად სწრაფად და თავდაჯერებულად დადის.

ქალბატონ ჯუდის ფეიტი იმ საავადმყოფოში დაჰყავდა, სადაც ომიდან იარებით დაბრუნებული ამერიკელი მეომრები მკურნალობდნენ. თურმე ორფეხა ძაღლი დაინვალიდებული ჯარისკაცების გასართობად ძალას არ ზოგავდა და საავადმყოფოს პალატებს სულ ყეფითა და ხტუნვა-თამაშით შემოირბენდა ხოლმე.

ახლა ჯუდი სტრინგფელოუს თავისი ძაღლი დიდ ბრიტანეთში მიჰყავს, რათა ავღანეთიდან მძიმე იარებით დაბრუნებული ინგლისელი ჯარისკაცები გაამხნევოს.

მომზადებულია The Daily Mai-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1063 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ორფეხა ძაღლი ამერიკის არმიის სერჟან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar