მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ ქალბატონთა რჩევები
11:43 AM
როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ ქალბატონთა რჩევები



ისინი არც ზღაპრული ქონების მემკვიდრენი ყოფილან და არც ფერია გახლდათ მათი ნათლია. ერთმა მათგანმა მხოლოდ შოკოლადის ორცხობილას რეცეპტი იცოდა, მეორე კი სასკოლო თემებში ფანტაზიას გასაქანს აძლევდა და მაღალი მოდის სამყაროს დაპყრობაზე ოცნებობდა. თითოეულმა მათგანმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარმატების საკუთარი პრინციპი შეიმუშავა და მართლაც, ახლა ორივე წარმატებული ბიზნესმენი გახლავთ.

მიუჩია პრადა
გასული საუკუნის მიწურულს მარიო პრადა ჩინებულ სამგზავრო ჩანთებს ყიდდა. საქმე მემკვიდრეობით მისმა ქალიშვილმა, ლუიზამ მიიღო, მაგრამ ამით პატარა კომპანიაში არაფერი შეცვლილა. 1979 წელს ოჯახურ ბიზნესს მარიოს უმცროსი შვილიშვილი - დინჯი, სერიოზული, სამყაროს შეცვლაზე მეოცნებე მიუჩია ჩაუდგა სათავეში.

გოგონამ, რომელიც მუდამ მოკრძალებულ, სადა სამოსს ანიჭებდა უპირატესობას, პოლიტოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო, პოლიტიკური მოღვაწეობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა მოუხდა - უარი თქვა ოცნებაზე, სამომავლო გეგმებზე, კარიერაზე, რადგანაც ოჯახური ბიზნესი კრახის მიჯნაზე იყო. 29 წლის პოლიტოლოგს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა მოეხერხებინა ამ ჩანთებისთვის...

ერთხელ, როდესაც სასოწარკვეთილი დანებებას აპირებდა, საკუთარი სისუსტის გამო საშინლად შერცხვა და საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი. უმოკლეს დროში ბაზარი შეისწავლა, კონკურენტთა სუსტი წერტილები მოიძია და მსოფლიოს ისეთი ჩანთები შესთავაზა, რომელსაც ნაკლს ვერავინ უპოვიდა. ამასთან, დიზაინერული განათლების უქონლობის მიუხედავად, მოდელების შექმნა თავად იკისრა.

ხუთი წლის შემდეგ მიუჩიამ ტანსაცმლის კოლექციის შექმნა გადაწყვიტა და 1989 წელს მისი კოლექცია პრეტ-ა-პორტეს ჩვენებების "ჰიტად" იქცა. მიუჩიამ გაბედულად შეაბიჯა მოდის სამყაროში, სადაც საუკეთესო ადგილები გიგანტურ ბრენდებს შორის უკვე გადანაწილებული იყო. ის არც მოდურ ტენდენციათა დინების წინააღმდეგ წასვლას შეუშინდა და იმ სეზონში გამეფებულ ჭრელ ფერებს შორის მხოლოდ პრადას კოლექცია გამოირჩეოდა მუქი ტონებით. საუკუნის დასაწყისში პრადამ სათვალეები, აქსესუარები და პარფიუმერიაც გამოუშვა.

მიუჩია პრადას წარმატების საიდუმლო ცოდნისა და ახალი უნარების შეძენის დაუოკებელი წყურვილია. "დიდ წარმატებას ვერასდროს მიაღწევთ, თუ მხოლოდ იმას აკეთებთ, რაც ერთხელ ისწავლეთ... საკუთარი თავის მიმართ საოცრად მომთხოვნი ვარ. მოდელებს ათჯერ მაინც გადავაკეთებ ხოლმე და თითოეულზე მანამ ვიმუშავებ, ვიდრე იდეალურ შედეგს არ მივაღწევ", -






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1079 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar