მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » რატომ არ წყალობენ მამაკაცები ჭკვიან ქალებს
11:41 AM
რატომ არ წყალობენ მამაკაცები ჭკვიან ქალებს



სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მამაკაცთა უმრავლესობა ჭკვიან ქალებს ერიდება, სულელებს კი უკეთ ეგუება. მაინც რა განსხვავებაა ჭკვიან და სულელ ქალს შორის?

სულელი, უმეტესწილად, ბუნებრივად მიმზიდველია და შეუძლია, ცხოვრების დინებას მიჰყვეს. ჭკვიანი ქალი კი გარეგნობით ნაკლებად მანიპულირებს და წინა პლანზე პიროვნულ ღირსებებს წამოსწევს.

სულელს უღირს საქციელსაც კი მიუტევებენ, ამბობენ, - უნებლიეთ, სისულელით მოუვიდაო. ჭკვიანს შეცდომებს არასოდეს აპატიებენ.

სულელი უსიამოვნო სიტუაციებს ოსტატურად არიდებს თავს და რამდენად უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ერთადერთ სწორ გზას პოულობს. ჭკვიანი კი იმის შიშით, რომ შეცდომა არ დაუშვას, ყველა ნაბიჯს ასჯერ აწონ-დაწონის, ამასობაში კი ხშირ შემთხვევაში გაუგებარ სიტუაციებსა და ინტრიგებში ეხვევა, თანაც სერიოზულად და ხანგრძლივად.

სულელი იღბლიანია - წარმატებით თხოვდება და ბედნიერადაც ცხოვრობს - რადგან მზად არის, ყველაფერი მოითმინოს. ჭკვიანი ცხოვრებაში თვითდამკვიდრებას ცდილობს და ქორწინებაში მთავარ კრიტერიუმად ქმრის პატივისცემას მიიჩნევს.

სულელს ყველა კითხვაზე მზად აქვს პასუხი, მას არ ღრღნის ეჭვები და მუდამ დარწმუნებულია თავის განუმეორებლობაში. ჭკვიანს კი ხშირ შემთხვევაში, თავდაჯერებულობა აკლია და საკუთარ შესაძლებლობებშიც ეჭვი ეპარება.

სულელი პრობლემების გაჩენისას იბნევა, ბედზე ჩივილს იწყებს და ცრემლებს აღვარღვარებს. მის მიმართ გარშემო მყოფები სიბრალულულით ივსებიან და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. ჭკვიანი არასდროს ტირის, ცდილობს, სირთულეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს.

სულელი, როგორც წესი, მშვენივრად გამოიყურება, სილამაზის სალონში ბევრ დროს ატარებს და საყვარელს თუ მეუღლეს სიამოვნებით ყვლეფს. ჭკვიანი პრაქტიკულია, იცის ფულის ყადრი, არასდროს ფლანგავს მას და ხშირად, საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს ეუბნება.

როგორც ჩანს, სულელს მართლაც უმართლებს და ცხოვრებაც ეიოლება. მაგრამ ჭკვიან ქალს ერთი დიდი უპირატესობა აქვს: მას ყოველთვის ეყოფა ჭკუა საიმისოდ, რომ სულელის ნიღაბაფარებულმა მთელი ცხოვრება ბედნიერად გაატაროს, სულელს კი ეს არასდროს გამოუვა.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1145 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რატომ არ წყალობენ მამაკაცები ჭკვიან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar