მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » Audi Anniversario
8:14 PM
Audi Anniversario



კომპანია "აუდი" პარიზის ავტოსალონისთვის კიდევ ერთ სიახლეს ამზადებს: უკვე ანონსირებული კომპაქტური როდსტერის, - R4, - მოდელის, - A7, - აგრეთვე R8-სა და A1-ის ახალი მოდიფიკაციების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კონცეპტუალური კუპე, Audi Anniversario.

ეს ავტომობილი "აუდის" 100 წლისთავის აღსანიშნავად ააგეს. კამუფლირებულ პროტოტიპს ფოტოები მაშინ გადაუღეს, როდესაც მას სარეკლამო გადაღებისთვის ამზადებდნენ. როგორც მოსალოდნელია, ეს სიახლე ლეგენდარული Audi Sport Quattro-ს სტილში იქნება შესრულებული, რომელმაც რალის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა, ხოლო მის საფუძველს სერიული კუპეს, - Audi RS5, - პლატფორმა წარმოადგენს.

დაახლოებით 1400 კგ მასის მანქანას 2,5 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავა, "აუდის" ახალი დიფერენციალის ბაზაზე შემნილი სრული აძვრის ტრანსმისია, ადაპტური ამორტიზატორები და მძლავრი მუხრუჭები ექნება. სავსებით შესაძლებელია, რომ უკვე 2012 წლიდან ასეთი მოდელი სერიულ წარმოებაში ჩაუშვან, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ კომპანიას ჯერ არ განუცხადებია.

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)















კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1259 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar