მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » სტრიპტიზის ისტორია - კანკანიდან ბურლესკამდე
10:36 PM სტრიპტიზის ისტორია - კანკანიდან ბურლესკამდე | |
იმის მიუხედავად, ეროტიკული ცეკვები ღმერთების საამებლად სრულდებოდა, კომედიებში იყო გამოყენებული თუ ჯაშუშური მოღვაწეობის შესანიღბავად, ყოველთვის ძალუმად აძგერებდა მამაკაცების გულებს. ამ ხელოვნებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძველ ბაბილონსა და ასურეთში ქურუმების საცეკვაო სკოლებში მუსიკის ხმაზე ლამაზად გახდას ასწავლიდნენ. ერთ-ერთი პირველი ეროტიკული ცეკვების შემსრულებლის სახელი ბიბლიაშიც ფიგურირებს. ნორჩი სალომეა იროდის წინაშე ცეკვავდა და ისე მოხიბლა მეფე, რომ მისგან დიდი ძღვენი მიიღო. მიიჩნეოდა, რომ ეს იყო "შვიდი ზეწრის ცეკვა" - ზეწრებს მოცეკვავეები ერთმანეთის მიყოლებით იძრობდნენ ისე, რომ გამოსვლის ბოლოს პრაქტიკულად შიშვლები რჩებოდნენ. XIX საუკუნის ევროპაში ქალური მშვენებების დემონსტრირება სწრაფი ტემპებით ხდებოდა - კადრილის ტემპში, უფრო სწორად, მისი იმ სახესხვაობით, რასაც "ფრანგული კანკანი" ეწოდება. სწორედ კანკანს მიიჩნევენ თანამედროვე სტრიპტიზის პროტოტიპად. ყველაზე ცნობილი ადგილი, სადაც დღემდე ცეკვავენ კანკანს, 1889 წელს გაიხსნა პარიზში და იმ ცეკვის წყალობით, რომელშიც ფეხებს თავზე მაღლა სწევდნენ, თითქმის ერთ ღამეში "მულენ რუჟი" საოცრად პოპულარული გახდა. გაზეთები თამამ მოცეკვავეებს აკრიტიკებდნენ, მაგრამ მოხდენილი ქალური ფეხებით ტკბობის მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა. კანკანის ერთ-ერთმა მოცეკვავემ ლუიზა ვებერმა ცეკვის საკუთარი ინტერპრეტაცია მოიგონა, რომელიც სხეულის ქვედა ნაწილს თითქმის მთლიანად აჩენდა და შპაგატითა და ყვირილით მთავრდებოდა. ამბობენ, სწორედ მან აუფრიალა ფეხით ქუდი მის უდიდებულესობა გალიის პრინცს, რომელიც პარიზში საქმეებზე მყოფი "მულენ რუჟსაც" ესტუმრა. იმავდროულად ამერიკაში "ბრიტანელი ქერათმიანები" ბრწყინავდნენ ლიდია ტომპსონის ხელმძღვანელობით. მათი მეტისმეტად გულახდილი სამოსი საზოგადოებას აოგნებდა - გოგონები სცენაზე იუმორისტულ შოუებს დგამდნენ, გრძელ ქვედატანებზე უარი თქვეს და წინდებსა და მუხლამდე კაბა-პერანგებში გამოწყობილნი გამოჩნდნენ. "მულენ რუჟშივე" უჩვენეს 1893 წელს პირველი სტრიპტიზი (ინგლისურიდან სტრიპ - გახდა და ტეასე - გაღიზიანება) - ფაქტი, რომელიც ლეგენდებით არის მოცული. თუმცა იმ ღამეს კანკანის მოცეკვავეებს არ გაუხდიათ. მოვლენათა განვითარების ორი ვერსია არსებობს: პირველის თანახმად, წვეულებაზე, რომელიც სამხატვრო სასწავლებლების სტუდენტებმა მოაწყვეს, მენატურეებმა მანონ ლავილმა და სარა ბრაუნმა გადაწყვიტეს, მაგიდაზე ეცეკვათ. გოგონები მიჩვეული იყვნენ სხეულის დემონსტრირებას და ცეკვამ ისე გაიტაცათ, ბოლოს შიშვლები დარჩნენ. მეორე ვერსიით, დაწესებულებაში სილამაზის იმპროვიზებული კონკურსი იმართებოდა, რომლის მიმდინარეობის დროსაც მოდელი მეტსახელად მონა ისე გაერთო, რომ მთელი ტანისამოსი გაიხადა, რის გამოც დააჯარიმეს და დააპატიმრეს. | |
კატეგორია: საინტერესო სტატიები |
ნანახია: 1168 |
დაამატა: Nikolozi
| ტეგები: |
სულ კომენტარები: 0 | |