მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » პრინცმა ჩარლზმა ბრიტანელებს მოუწოდა, აბაზანის მიღებაზე უარი თქვან
10:28 PM
პრინცმა ჩარლზმა ბრიტანელებს მოუწოდა, აბაზანის მიღებაზე უარი თქვან



გარემოს დაცვის მიზნით, პრინცმა ჩარლზმა მოსახლეობას მოუწოდა, უარი თქვან აბაზანის მიღებაზე, წერს ”დეილი მეილი”. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ თავის თანამემამულეებს ურჩია, აბაზანის ნაცვლად შხაპი მიიღონ, თანაც წყლის ქვეშ დიდხანს არ გაჩერდნენ, ჩარლზის აზრით, ამისთვის ხუთი წუთიც საკმარისია.

პირადი ჰიგიენის დაცვის რეჟიმის შეცვლის ინიციატივა ჩარლზის ”მწვანე” პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია. ელისაბედ მეორეს ვაჟმა 19 რჩევა შეიმუშავა, რომელიც ბრიტანელებს დაეხმარება, ბუნებას მიუახლოვდნენ.

მაგალითად, უელსის პრინცს მიაჩნია, რომ საკვების ნარჩენები არ უნდა გადაიყაროს და მოსახლეობამ პროდუქტების შესაფუთი მასალა მრავალჯერადად უნდა გამოიყენოს. 

თავად ჩარლზი გარემოზე დიდი ხანია ზრუნავს. მისი ავტომობილები მხოლოდ ორგანული საწვავით  - ბიოდიზელზე და ეთანოლზე დადიან.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1119 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: პრინცმა ჩარლზმა ბრიტანელებს მოუწოდა, აბაზანის მიღებაზე უარი თქვან | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar