გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში ფორტეპიანო აღმოაჩინეს, რომელზეც ვოლფგანგ ამდეუს მოცარტი უკრავდა, იტყობინება ტელეარხი SWR.
1760
წელს გამოშვებული ინსტრუმენტი ამჟამად ფორტეპიანოს სახელოსნოში ინახება.
სახელოსნოს მეპატრონე მარტინ ბეკერმა ის 1980-იან წლებში სტრასბურგელი
ანტიკვარიატით მოვაჭრისგან შეიძინა. ახალ მეპატრონეს მთელი ამ დროის
მანძილზე ფორტეპიანოსთვის რესტავრაცია არ გაუკეთებია, ამის გათვალისწინებით
ნივთი საკმაოდ კარგად გამოიყურება.
2010 წელს ბეკერმა ფორტეპიანოს
გაყიდვა გადაწყვიტა და ვებ-გვერდ pianoscout.de-ზე განცხადება განათავსა
(ფასი 5 მლნ ევრო იყო). განცხადებას მუსიკის ისტორიკოსი ანდრეას ბოიერმანი
გამოეხმაურა.