დუბაიში
მრავალფუნქციურ კომპლექს Park Gate-ს ააგებენ, რომელსაც თაღის ფორმა
ექნება. ამის შესახებ არქიტექტურული ბიუროს Adrian Smith + Gordon Gill-ის
განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პროექტის განხორციელებაზე მუშაობს.
Park
Gate ექვსი ცათამბჯენისგან შედგება, რომლებიც სახურავებზე დაკიდული
ბაღებით შეწყვილდებიან. კომპლექსის ერთი ნაწილი 37 სართულიანი იქნება,
მეორე გვერდი კი - 34, რითაც ასიმეტრიული ნაგებობის ეფექტი შეიქმნება.
თაღების
ჩრდილის შედეგად კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე ტემპერატურა 10-15 გრადუსით
ნაკლები იქნება, ვიდრე - ქუჩაში. კომპლექსში მუშაობისთვის საჭირო ენერგიას
მზის ბატარეები გამოიმუშავებენ, რომლებიც ნაგებობების კედლებზე იქნება
განთავსებული.
Park Gate-ის საერთო ფართი 423 ათასი კვ/მ-ს
შეადგენს. კომპლექსში სასტუმრო, საოფისე და სავაჭრო ნაგებობებია
გათვალისწინებული. საინვესტიციო პროექტის მოცულობისა და რეალიზაციის
ვადების შესახებ ცნობილი არაა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.