მთავარი » პოლიტიკა
« 1 2 3 4 5 ... 14 15 »
ვანო მერაბიშვილი - პოლიცია არა ძალოვანი სტრუქტურა, არამედ სერვისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურება
პოლიცია არა ძალოვანი სტრუქტურა, არამედ სერვისია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურება. ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია "ინტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

"პოლიციის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 82%-ია. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია", - აღნიშნა მერაბიშვილმა ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში.
უკრაინელ მაყურებელს ვანო მერებაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
"პოლიციის რეფორმირება ქართული "ნაციონალური ბრენდია", საქართველოში პოლიციელები უყვართ და აფასებენ. პოლიციელად გახდომას ოცნებებს ყველა ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო სიტყვა კორუცია
"არქაიზმში" გადადის", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ევროსაბჭო საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ანგარიშს მოისმენს
27 ოქტომბერს, სტრასბურგში ევროსაბჭოს რეგიონალური თვითმმართველობების პლენარული სესია გაიმართება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ განაცხადა, სესიაზე წარდგენილი იქნება ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


საქართველოს პრეზიდენტი ფრანკოფონიის სამიტს ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიის ქალაქ მონტროში ფრანკოფონიის სამიტს ესწრება. სამიტზე საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი აქვს, რაც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ ითვალისწინებს. თუმცა, ამის მიუხედავად, სამიტის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილი ძალზე მნიშვნელოვან სტუმრად მიიჩნიეს და გამონაკლისის სახით, სიტყვით გამოსვლისთვის მას დრო საგანგებოდ გამოუყვეს.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


გია თორთლაძემ სოფლის კრებებთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაიწვია
ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძემ სოფლის კრებებთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაიწვია .
გია თორთლაძემ პარლამენტის ბიუროს "საქართველოს სოფლებში სათათბირო კრებების შესახებ" კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ დღეს მიმართა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:Nikolozi


საქართველოში ხვალ ნატოს დღეები იხსნება
საქართველოში ხვალ ნატოს დღეები იხსნება. კვირეული 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ნატოს დღეების ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


უკრაინა ქართული რეფორმების შესახებ

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმები უკრაინის ხელისუფლებისთვის სამაგალითოდ რჩება. ამ თემაზე უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა უკრაინა-ამერიკის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რეფორმები მასში შურს იწვევს.

`ჩვენ გვშურს მათი და გაოცებული ვარ, იმით რომ საქართველომ აიწია ინვესტიციურად მიმზიდველი ქვეყნების რეიტინგში, მთავრობამ დიდ წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში და საკუთრების სფეროს ჩამოყალიბებაში,` - განაცხადა ვასილი ცუშკომ და აღნიშნა, რომ ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...





by:allfile


ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა მიიღო

ვენეციის კომისიის მიერ სტრასბურგში განხილვის შემდეგ მიღებულ საბოლოო დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიასთან 6 თვის მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა.

`ჩვენი შეხედულებით, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობის ნაყოფია. საბოლოო ვერსია წინა ვერსიებთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესებულია. რეფორმა პოზიტიურია. ვფიქრობ, ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში შევიდა, მნიშვნელოვანი და დადებითია,` - განაცხადა ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ტომას მარკერტმა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


კონდოლიზა რაისის წიგნის პრეზენტაია ვაშინგტონში

ვაშინგტონში კონდოლიზა რაისის წიგნის პრეზენტაია გაიმართა. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის მემუარები წიგნების მაღაზიებში დღეიდან იყიდება. ეს რაისის მემუარების პირველი ტომია და მისი ბავშვობის მოგონებებს ეხება.

წიგნის სათაურია `არაჩვეულებრივი, ჩვეულებრივი ადამიანები`. მეორე ტომში, რომელიც 2011 წელს გამოვა, კონდოლიზა რაისი აპირებს პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობის წლები აღწეროს, რომელმაც მას მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალის ტიტული მოუტანა.

პრეზენტაციის დროს, კონდოლიზა რაისმა დამსწრე საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა. მან, როგორც სოვიეტოლოგმა, რუსეთის შესახებაც ილაპარაკა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


The wall street journal-ი საქართველოს საკონსტიტიტუციო ცვლილებებზე სტატიას აქვეყნებს
The wall street journal-ი საქართველოს საკონსტიტიტუციო ცვლილებებზე სტატიას აქვეყნებს. "პარასკევს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მოიწონა. კრიტიკოსების თქმით, ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გზას უხსნის , საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად დარჩეს, როგორც ეს მისმა მოსისხლე მტერმა, ვლადიმერ პუტინმა
რუსეთში გააკეთა",- აღნიშნულია სტატიაში.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას პირობა "29 გრადუსით შეუსრულა"
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შემოდგომაზე დამტკიცებით საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას პირობა "29 გრადუსით შეუსრულა" .
ასე იხუმრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე, "ქართული დასის" ლიდერ, დეპუტატ
ჯონდი ბაღათურიასთან მიმართებაში.
"ბატონო ჯონდი, დაგპირდით, რომ აგვისტოში, 42-გრადუსიან სიცხეში არ მივიღებდით კონსტიტუციას, ახლა 13 გრადუსია და მთელი 29 გრადუსით შეგისრულეთ დაპირება", - მიმართა დავით ბაქრაძემ ჯონდი ბაღათურიას.
ზოგადად კი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრამდე დავით ბაქრაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც პროცესს არ გაემიჯნა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ეუთოს განცხადება
ჟენევის დისკუსიები უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ჰუმანიტარულ სფეროებში შესაძლო გადაწყვეტილებების განხილვის მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, - განაცხადა ეუთოს თავმჯდომარემ ბოლატ ნურგალიევმა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


სააკაშვილის ინტერვიუ უკრაინელ ჟურნალისტთან

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობდა. დიმიტრი გორდონი მიხეილ საკაშვილს საათახევრის განმავლობაში სტუმრობდა. უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური ცხოვრების ყველა დეტალით დაინტერესდა. ინტერვიუ ქვეყანაში განხორცილებულ რეფორმებზე შეკითხვით დაიწყო.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


ყირგიზეთი პარლამენტს ირჩევს
ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია `ატა-ჟურტი` ლიდერობს, რომლის საარჩევნო სია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მთავრობის წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული. ამ დროისთვის ბიულეტენების 80%-ია დათვლილი და ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ატა ჟურტმა მიიღო. მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია ალმაზბეკ ატამბაევის ხელმძღვანელობით, რომელმაც პრემიერის პოსტი ორი თვის წინ დატოვა. 5-პროცენტიანი
ბარიერი კიდევ სამმა პარტიამ გადალახა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...




by:allfile


მთავარმა პროკურატურამ შპს `კონგარის`ხელმძღვანელი დააკავა

კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ დააკავა შპს `კონგარის`ხელმძღვანელი ნუკრი ბურკაძე, რომელსაც ბრალი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ედება.

საუბარია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელშიც კომპანია `კონგარმა`გაიმარჯვა, თუმცა სატენდერო პირობები სრულად არ შეასრულა.

პროექტი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის შემცველი ბროშურების დაბეჭდვას და გავრცელებას ითვალისწინებდა. აუდიტმა დაასკვნა, რომ ბიუჯეტის პირდაპირმა ზარალმა 61 446 შეადგინა, ხოლო 322 600 ლარი არარეკომენდებულად და არამიზნობივად დაიხარჯა.

ინფორმაციის ვრცელი ვერსია იხილეთ სრულიადში...



by:Nikolozi