მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 18 » ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა მიიღო
0:43 AM
ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა მიიღო


ვენეციის კომისიის მიერ სტრასბურგში განხილვის შემდეგ მიღებულ საბოლოო დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიასთან 6 თვის მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა.

`ჩვენი შეხედულებით, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობის ნაყოფია. საბოლოო ვერსია წინა ვერსიებთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესებულია. რეფორმა პოზიტიურია. ვფიქრობ, ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში შევიდა, მნიშვნელოვანი და დადებითია,` - განაცხადა ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ტომას მარკერტმა.

`პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთან უკვე დიდი ხანია ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს. ახლა ერთად ვმუშაობთ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ ცვლილებეს ჩვენ 2004 წლიდან ველით. პირადად მე ვუთხარი პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს აუცილებელი იყო. ახლა კი ეს ცვლილებები მართლაც ხდება. ესაა ხედვა, რომელიც ბევრ ცვლილებას მოიტანს. მსოფლიოში სრულყოფილი არაფერია, თუმცა კონსტიტუციური ცვლილებები უკეთესობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და იმედი მაქვს, რომ მას მოჰყვება შესაძლებლობა, წავიდეთ უფრო შორს, გავაკეთოთ მეტი რამ დემოკრატიისთვის საქართველოში. დემოკრატია ტენდენციაა, რომელსაც მუდამ განახლება, გაძლიერება და წინ წაწევა სჭირდება. როდესაც ქვეყანაში დემოკრატიაა, იქ სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა, უცხოური ინვესტიციებიც არის. უმჯობესდება ხალხის ცხოვრება. თქვენ ეს ყველაფერი გჭირდებათ,` - განაცხადა ვენეციის კომისიის წევრმა ჯანი ბუკიკიომ.





















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1035 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar