მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 15 » საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას პირობა "29 გრადუსით შეუსრულა"
8:28 PM
საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას პირობა "29 გრადუსით შეუსრულა"



საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შემოდგომაზე დამტკიცებით საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას პირობა "29 გრადუსით შეუსრულა" .
ასე იხუმრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე, "ქართული დასის" ლიდერ, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასთან მიმართებაში.
"ბატონო ჯონდი, დაგპირდით, რომ აგვისტოში, 42-გრადუსიან სიცხეში არ მივიღებდით კონსტიტუციას, ახლა 13 გრადუსია და მთელი 29 გრადუსით შეგისრულეთ დაპირება", - მიმართა დავით ბაქრაძემ ჯონდი ბაღათურიას.
ზოგადად კი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრამდე დავით ბაქრაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც პროცესს არ გაემიჯნა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ვენეციის კომისიის დადებით დასკვნაზეც ისაუბრა, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სპიკერს ურჩია, რომ ტერმინი "დადებითი" მხოლოდ პირობითად გამოიყენოს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, თუ სად შეიძლება გაეცნოს ქართველი დეპუტატი ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციას და ცალსახად განაცხადა, რომ სანამ ოფიციალურად გახდება ცნობილი კომისიის დასკვნა, ქართველმა დეპუტატებმა შეფასებებისგან თავი შეიკაონ.
იმის დასტურად კი, რომ ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებს მართლაც დადებითად აფასებს, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგას ვენეციის კომისიის მდივნის ტომას მარკერტის ციტატა საკუთარი მობილური ტელეფონიდან წაუკითხა. კერძოდ, ტომას მარკერტი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი რედაქცია ევროპულ სტანდარტებს მთლიანად შეესაბამება.


































კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1132 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar