2:48 PM ყირგიზეთი პარლამენტს ირჩევს | |
ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია `ატა-ჟურტი` ლიდერობს, რომლის საარჩევნო სია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის მთავრობის წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული. ამ დროისთვის ბიულეტენების 80%-ია დათვლილი და ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ატა ჟურტმა მიიღო. მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია ალმაზბეკ ატამბაევის ხელმძღვანელობით, რომელმაც პრემიერის პოსტი ორი თვის წინ დატოვა. 5-პროცენტიანი ბარიერი კიდევ სამმა პარტიამ გადალახა. არჩევნებში სულ 29 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობდა. საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემით, მოსახლეობის აქტივობამ 56 პროცენტი შეადგინა. 7 აპრილს ყირგიზეთში არეულობების შედეგად პრეზიდენტი ბაკიევი გადააყენეს. მას შემდეგ ქვეყანას დროებითი მთავრობა ხელმძღვანელობს. გუშინდელი არჩევნები ბაკიევის ხელისუფლების დამხობის შემდეგ პირველად ჩატარდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |